საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ფილმი „დიდება დედოფალს“ (2020) კინოჩვენება

2021 წლის 9 დეკემბერს ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ, ქ. კაიროში ავსტრიის კულტურის ცენტრთან, სერბეთის საელჩოსთან და ბეით ელ-სინარისთან/ალექსანდრიის ბიბლიოთეკა ერთობლივი თანამშრომლობით, უმასპინძლა ფილმი „დიდება დედოფალს“ (2020) კინოჩვენებას.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებულმა, ბატონმა მიხეილ თიგიშვილმა.

ავსტრიაში მოღვაწე ქართველი კინორეჟისორების, ქ-ნი თათია სხირტლაძისა და ქ-ნი ანა ხაზარაძის დოკუმენტური ფილმი „დიდება დედოფალს“ (2020) წარმოადგენს საქართველოს, ავსტრიისა და სერბეთის ერთობლივ პროექტს და მასში ასახულია ოთხი ქართველი გამორჩეული მოჭადრაკე ქალის - ქ-ნი ნონა გაფრინდაშვილის, ქ-ნი ნანა ალექსანდრიას, ქ-ნი ნანა იოსელიანის და ქ-ნი მაია ჩიბურდანიძის ბიოგრაფია და მათი ხანგრძლივი მემკვიდრეობა.