საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სააქციო საზოგადოება „თამ“ თბილავიამშენის დელეგაცია ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საჰაერო ძალების მეთაურის მოწვევით ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ქ. კაიროში

2022 წლის 16 ნოემბერს გაიმართა სააქციო საზოგადოება „თამ“ თბილავიამშენის გენერალური დირექტორის, ბატონი მიხეილ ოღლიშვილის შეხვედრა ეგვიპტის საჰაერო ძალების მეთაურთან ვიცე-მარშალ მაჰმუდ აბდელ გავადთან.

შეხვედრას ქართული მხრიდან ასევე ესწრებოდა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებული, ბატონი მიხეილ თიგიშვილი, ხოლო ეგვიპტური მხრიდან გენერალ-მაიორი მოჰამედ ჰამედ მუჰამედ აბუ ალ-აზმი, ეგვიპტის საჰაერო ძალების შტაბის უფროსი.

მხარეებმა შეხვედრაზე ურთიერთანამშრომლობისა და სამომავლო ერთობლივი პროექტების შესახებ ისაუბრეს.

სააქციო საზოგადოება „თამ“ თბილავიამშენის დელეგაცია ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საჰაერო ძალების მეთაურის მოწვევით ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ქ. კაიროში.