საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებულის მიხეილ თიგიშვილის სამუშაო შეხვედრა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის "საინვესტიციო და თავისუფალი ზონების გენერალური ორგანოს" - "GAFI"-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილესთან მუჰამედ იუსეფთან

2023 წლის 6 თებერვალს გაიმართა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებულის მიხეილ თიგიშვილის სამუშაო შეხვედრა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის "საინვესტიციო და თავისუფალი ზონების გენერალური ორგანოს" - "GAFI"-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილესთან მუჰამედ იუსეფთან და საინვესტიციო საკითხების უფროს სპეციალისტთან შერიფ შაფაისთან.

შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ეკონომიკური და ბიზნეს კავშირების განვითარების პერსპექტივები, მათ შორის საქართველო-ეგვიპტეს შირის ბიზნეს ფორუმის შესაძლო გამართვის საკითხი და დასახეს შემდგომი თანამშრომლობის გზები.