ელჩის შეხვედრა არაბულ სახელმწიფოთა ლიგის გენერალურ მდივანთან
2026 წლის 30 სექტემბერს, საქართველოს ელჩმა ეგვიპტეში, ნიკოლოზ აფხაზავამ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა არაბულ სახელმწიფოთა ლიგის ახლადდანიშნულ გენერალურ მდივანთან, ნაბილ ფაჰმისთან და რწმუნებათა წერილი გადასცა.
შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და არაბულ სახელმწიფოთა ლიგას შორის თანამშრომლობის პერსპექტივები, მათ შორის, სხვადასხვა დონეზე კონსულტაციების გამართვის და ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების შესაძლებლობა.
მხარეებმა ასევე მიმოიხილეს სამხრეთ კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები.
