ელჩის შეხვედრა ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის საქმეთა დეპარტამენტის დირექტორთან
2026 წლის 14 სექტემბერს, საქართველოს ელჩმა ეგვიპტეში, ნიკოლოზ აფხაზავამ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის საქმეთა დეპარტამენტის ახლადდანიშნულ დირექტორთან, ქ-ნ ამირა აბდელ რაჰიმთან.
შეხვედრის დროს, განხილული იქნა ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.
