Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში

აკრედიტებულია ტუნისის რესპუბლიკასა და ლიბიაში

პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში

პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს საელჩო ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში აცხადებს 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსს. აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების მხარდაჭერას პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების შეძენის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით. 

საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფში სტაჟიორად მიიღება საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, არის უმაღლესი/პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის აკრედიტებული პროგრამის ან სამაგისტრო/სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი ან კურსდამთავრებული. 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, მიმდინარე წლის 8 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მისამართზე [email protected] უნდა წარმოადგინონ შევსებული განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია:

  • ავტობიოგრაფია
  • დიპლომის ასლი/ცნობა 
  • უმაღლესი/პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი
  •  პასპორტის ასლი
  • ადგილსამყოფელ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი 
    დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს
  •  ერთი ფოტოსურათი

სტაჟირების პროგრამის გავლის მიზნით შერჩეულმა კანდიდატმა მითითებულ დოკუმენტებთან ერთად ასევე უნდა წარმოადგინოს ცნობა ნასამართლობის შესახებ.

ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსის ეტაპები მოიცავს წარმოდგენილი განაცხადების გადარჩევასა და კონკურსანტებთან გასაუბრებას.

ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა 2027 წლიდან დაიწყება. ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.