ელჩის შეხვედრა ეგვიპტის ინვესტიციებისა და თავისუფალი ზონების ადმინისტრაციის თავმჯდომარესთან
2026 წლის 11 აგვისტოს, საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ აფხაზავამ შეხვედრა გამართა ეგვიპტის ინვესტიციებისა და თავისუფალი ზონების ადმინისტრაციის (GAFI) თავმჯდომარესთან, მოჰამედ ავად იბრაჰიმთან.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ეგვიპტეს შორის საინვესტიციო და სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროებში თანამშრომლობის გააქტიურების პერსპექტივები.
