Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებულის მიხეილ თიგიშვილის შეხვედრა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში ერითრეის სახელმწიფოს ელჩთან ფასილ გებრესალასიე თაკლასთან

2022 წლის 4 დეკემბერს გაიმართა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებულის მიხეილ თიგიშვილის შეხვედრა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში ერითრეის სახელმწიფოს ელჩთან ფასილ გებრესალასიე თაკლასთან.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები და გამოხატეს სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის გააქტიურების სურვილი. ამასთან, ყურადღება გამახვილდა ურთიერთ საინტერესო საკითხებზე შემდგომი კოორდინაციის აუცილებლობაზე.

ორივე მხარემ ხაზი გაუსვა მშვიდობის მნიშვნელობას.