ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებულის მიხეილ თიგიშვილის შეხვედრა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ევროპულ საკითხებში იჰაბ ნასრთან
2023 წლის 5 თებერვალს გაიმართა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებულის მიხეილ თიგიშვილის შეხვედრა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ევროპულ საკითხებში იჰაბ ნასრთან.
შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები და ხაზი გაუსვეს ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას.
შეხვედრისას ეგვიპტურ მხარეს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე, ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესსა და პერსპექტივებზე, ასევე საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესის მიმდინარეობის შესახებ.