Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებულის მიხეილ თიგიშვილის შეხვედრა კაიროს სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტთან სამეჰ მუსტაფა ზაქისთან

2023 წლის 12 თებერვალს გაიმართა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებულის მიხეილ თიგიშვილის სამუშაო შეხვედრა კაიროს სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტთან სამეჰ მუსტაფა ზაქისთან.

შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ეკონომიკური და ბიზნეს კავშირების განვითარების პერსპექტივები და დასახეს შემდგომი თანამშრომლობის გზები.

მხარეებმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვეს ბოლო ორი წლის მანძილზე საქართველოსა და ეგვიპტეს შორის სავაჭრო ბრუნვის ორჯერ ზრდას.