Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში

აკრედიტებულია ტუნისის რესპუბლიკასა და ლიბიაში

ნიკოლოზ აფხაზავა

დაბადების თარიღი და ადგილი

1971 წლის 6 ივლისი,. ზუგდიდი

პროფესიული გამოცდილება

2025 - დღემდე - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში

2023 - წლიდან 2025 წლის პირველ ივლისამდე
მუშაობდა სსიპ ,,საინფორმაციო ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ პოლიტიკის ანალიზისა და კვლევის სამსახურის ექსპერტად

2017 - 2022 - მალაიზიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი

2012 - 2017 - კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი

2008 - 2012 - იაპონიაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი

2008 - მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საგანგებო დავალებათა ელჩად

2007 - 2008 - ქ. ტოკიოს სასაკავას მშვიდობის ფონდის პროექტების განყოფილების კოორდინატორი

2004 - 2006 - მუშაობდა იოკჰამს სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორის თანაშემწედ

1997 - მუშაობდა ჰაგლერ ბაილი კონსალტინგის იურიდიული განყოფილების უფროსის მოადგილედ (ქ. თბილისი)

1995 - 1996 - საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციაში იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

1994 - 1995 - მუშაობდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საინფორმაციო დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ (ქ. თბილისი)

1993 - საქართველოს პარლამენტის სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წამყვანი სპეციალისტი

განათლება

2003 - დაამთავრა ქ. იოკოჰამ (იაპონია) სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა საერთაშორისო სამართლის სპეციალობით და მიენიჭა სამართლის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი (LL.D).

1996 - გაიარა სასწავლო კურსები ქ. მიდლსბროუს (დიდი ბრიტანეთი) ინდუსტრიული და კომერციული სწავლების ცენტრში, შემდეგ ქ. ლონდონში კვალიფიკაციის ამაღლების კურსები ნაბარო ნათანსონის იურიდიულ ფირმაში და ამოკოს სანავთობო კომპანიაში

1993 - 1994 - სწავლობდა ქ. ფერარას (იტალია) უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, ევროგაერთიანების  სამართლის განხრით

1993 - დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით.

დიპლომატიური რანგი

2017 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.