Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

26 მაისს ალექსანდრიის ბიბლიოთეკის საქართველოს ეროვნული დროშის ფერებში განათებამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა ეგვიპტურ საზოგადოებაში

26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ამასთან ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავთან დაკავშირებით, ალექსანდრიის ბიბლიოთეკის საქართველოს ეროვნული დროშის ფერებში განათებამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა ეგვიპტურ საზოგადოებაში.
ფაქტმა, რომ განათება ასევე მოხდა საქართველოსა და ეგვიპტის ეროვნული დროშების ფერებშიც, დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავის აღნიშვნით, ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ბიბლიოთეკის ტერიტორიაზე 26 მაისს ასევე გაიმართა ცნობილი ეგვიპტელი მომღერლის კონცერტი და ღონისძიებისას სცენა ასევე საქართველოს ეროვნული დროშის ფერებში განათდა.
აღნიშნულის შედეგად ღონისძიების დამსწრე აუდიტორია ასობით ადამიანს ითვლიდა.
ღონისძიება ფართოდ გაშუქდა ეგვიპტის მასობრივი, ინფორმაციის საშუალებათა მიერ.