Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში

აკრედიტებულია ტუნისის რესპუბლიკასა და ლიბიაში

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ნიკოლოზ აფხაზავამ გაცნობითი შეხვედრა გამართა ეგვიპტის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგოკომპანიის ELSEWEDY ELECTRIC პრეზიდენტთან აჰმედ ელ-სევედისთან.

2025 წლის 17 ნოემბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ნიკოლოზ აფხაზავამ გაცნობითი შეხვედრა გამართა ეგვიპტის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგოკომპანიის ELSEWEDY ELECTRIC პრეზიდენტთან აჰმედ ელ-სევედისთან. 

მხარეებმა განიხილეს  საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობები ინფრასტრუქტურის, განახლებადი ენერგიის და უძრავი ქონების სექტორებში. 

საქართველოს ელჩმა კომპანიის პრეზიდენტს საქართველოში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოსა და შესაძლებლობების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. 

მხარეები შეთანხმდნენ, რომ უმოკლეს ვადაში კომპანია მოამზადებს კონკრეტულ წინადადებებს და საკუთარ ხედვას თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივების შესახებ.