ელჩის შეხვედრა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელთან
2026 წლის 21 მაისს, საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ აფხაზავამ, შეხვედრა გამართა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კანცლერთან, მუჰამად ნეგმთან, რომელმაც რესპუბლიკის პრეზიდენტის სახელით საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობებს და მიმოიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივები.
