საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ნიკოლოზ აფხაზავამ შეხვედრა გამართა ეგვიპტის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგოკომპანიის, ELSEWEDY ELECTRIC-ის პრეზიდენტთან აჰმედ ელ-სევედისთან.
2026 წლის 1 თებერვალს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ნიკოლოზ აფხაზავამ შეხვედრა გამართა ეგვიპტის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგოკომპანიის, ELSEWEDY ELECTRIC-ის პრეზიდენტთან აჰმედ ელ-სევედისთან.
მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები, კერძოდ, კომპანიის მიერ საქართველოში სხვადასხვა დანიშნულების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებში ინვესტირების შესაძლებლობები.