2022 წლის 18 დეკემბერს ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში გაიმართა შეხვედრა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან
შეხვედრისას საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებულმა, მიხეილ თიგიშვილმა თანამემამულეებს გააცნო ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებული საგრანტო პროგრამების, კერძოდ “უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერის“ და „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის” პროგრამების 2023 წლის შესარჩევი კონკურსის შესახებ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეგვიპტეში არაბული ენის სასწავლებლად მყოფი ქართველი სტუდენტები.
შეხვედრის ფარგლებში საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებულმა ასევე ისაუბრა საელჩოს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე 2023 წელს და ხაზი გაუსვა საელჩოსა და დიასპორის წარმომადგენლებს შორის აქტიური კოორდინაციის მნიშვნელობას.
საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებულმა მიულოცა თანამემამულეებს დამდეგი ახალი წელი და შობის ბრწყინვალე დღესასწაული.