Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში

აკრედიტებულია ტუნისის რესპუბლიკასა და ლიბიაში

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ნიკოლოზ აფხაზავა კაიროს უნივერსიტეტის განათლებისა და მეცნიერების ფაკულტეტთან არსებულ არაბული ენის სწავლების ცენტრს ეწვია

2025 წლის 23 ნოემბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ნიკოლოზ აფხაზავა კაიროს უნივერსიტეტის განათლებისა და მეცნიერების ფაკულტეტთან არსებულ არაბული ენის სწავლების ცენტრს ეწვია.

საქართველოს ელჩი დაესწრო არაბული ენის ქართველი პროფესორ-მასწავლებლებისათვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიას, რომლებმაც დაასრულეს აღნიშნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ორკვირიანი პროგრამა არაბული ენის სწავლების მეთოდოლოგიის განხრით. პროგრამაში მონაწილეობა მიიღო არაბული ენის ქართველ პროფესორ-მასწავლებელთა ჯგუფმა თბილისის და ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან. ჯგუფს ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დარეჯან გარდავაძე.     

საქართველოს ელჩმა შეხვედრები გამართა კაიროს უნივერსიტეტის პრორექტორთან, დოქტორ მოჰამედ ჰოსეინ რაფაჰთან და განათლებისა და მეცნიერების ფაკულტეტის დეკანთან, დოქტორ ემან ჰარიდისთან. მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო გეგმები.