ქ. კაიროში, საქართველოსა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მე-8 რაუნდი გაიმართა
2026 წლის 12 თებერვალს, ქ. კაიროში, საქართველოსა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მე-8 რაუნდი გაიმართა, რომელსაც ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ხოლო ეგვიპტის მხრიდან - ევროპულ საკითხებში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვაელ ჰამედი.
კონსულტაციების ფარგლებში განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები და თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები. მხარეებმა გაცვალეს ხედვები შავი ზღვის რეგიონში, აფრიკის კონტინენტზე და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
ხაზი გაესვა საქართველოსა და ეგვიპტეს შორის მეტად მჭიდრო ინტერაქციის წარმართვისა და მაღალი დონის ვიზიტების და ბიზნეს დელეგაციების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობას.
