Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში

აკრედიტებულია ტუნისის რესპუბლიკასა და ლიბიაში

საქართველოს ელჩმა ეგვიპტეში, ნიკოლოზ აფხაზავამ, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა კაიროს გუბერნატორთან, იბრაჰიმ საბერისთან

2026 წლის 20 მაისს საქართველოს ელჩმა, ნიკოლოზ აფხაზავამ, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა კაიროს გუბერნატორთან, იბრაჰიმ საბერისთან.

მხარეებმა განიხილეს 2012 წელს თბილისსა და კაიროს შორის დაძმობილების შესახებ ხელმოწერილი შეთანხმების გააქტიურების გზები და პრაქტიკული ნაბიჯების განხორციელების მექანიზმების შემუშავების საკითხები, რაც ითვალისწინებს თანამშრომლობის გაღრმავებას დედაქალაქებს შორის ეკონომიკის, განათლების, ტურიზმისა და ადგილობრივი მმართველობის სფეროებში, ასევე ვიზიტების გაცვლას, ერთობლივი კულტურის კვირეულების, გამოფენებისა და ფესტივალების ორგანიზების შესაძლებლობას.