Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

შეხვედრა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ევროპულ საკითხებში, ბატონ იჰაბ ნასრთან.

2022 წლის 24 ოქტომბერს გაიმართა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებულის, ბატონი მიხეილ თიგიშვილის შეხვედრა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ევროპულ საკითხებში, ბატონ იჰაბ ნასრთან.
 შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების განხილვისას, ეგვიპტურმა მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა ოფიციალური კაიროს ურყევი პოზიცია და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.