გამოფენა ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურის შესახებ
2026 წლის 18 ოქტომბერს ეგვიპტეში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა გამოფენა ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურის შესახებ.
გამოფენა გახსნა საქართველოს ელჩმა, ნიკოლოზ აფხაზავამ, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მოკლე მოხსენება წარადგინა ქართული ანბანის ისტორიისა და მისი კულტურული მნიშვნელობის, ასევე გამოფენის კონცეფციის შესახებ.
გამოფენას ეგვიპტის მთავრობის, კულტურული და საგანმანათლებლო წრეების, დიპლომატიური კორპუსის და ადგილობრივი მედია საშუალებების წარმომადგენლები, ასევე ქართველი სტუდენტები და კაიროში ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
