საქართველოს ელჩმა ეგვიპტეში, ნიკოლოზ აფხაზავამ გამართა შეხვედრა ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ევროპის საკითხებში, ვაელ ჰამედთან
2026 წლის 14 მაისს, საქართველოს ელჩი, ნიკოლოზ აფხაზავა შეხვდა ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ევროპის საკითხებში, ვაელ ჰამედს.
შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის ურთიერთობებში არსებული საკითხების ფართო სპექტრი და რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. ასევე, გაცვალეს მოსაზრებები მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების, მთავრობათაშორისი ერთობლივი ეკონომიკური კომისიის მორიგი სხდომის გამართვისა და ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გააქტიურების სამომავლო გეგმების შესახებ.
