Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში

აკრედიტებულია ტუნისის რესპუბლიკასა და ლიბიაში

საქართველოს ელჩმა ეგვიპტეში, ნიკოლოზ აფხაზავამ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ეგვიპტის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ახლადდანიშნულ თავმჯდომარესთან, სამეჰ შუქრისთან

2026 წლის 4 მაისს, საქართველოს ელჩმა ეგვიპტეში, ნიკოლოზ აფხაზავამ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ეგვიპტის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ახლადდანიშნულ თავმჯდომარესთან, სამეჰ შუქრისთან.

მხარეებმა იმსჯელეს ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავებასა და ორმხრივი ვიზიტების გააქტიურების მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების შექმნა და თანამშრომლობის გაძლიერება სხვადასხვა სფეროში.