საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ნიკოლოზ აფხაზავამ გაცნობითი შეხვედრა გამართა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურის უფროსთან, ტარიკ აფიფისთან.
2025 წლის 9 დეკემბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ნიკოლოზ აფხაზავამ გაცნობითი შეხვედრა გამართა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურის უფროსთან, ტარიკ აფიფისთან.
შეხვედრაზე განხილული იქნა ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები. მთავარი აქცენტები გაკეთდა მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების გაცვლის შესაძლებლობაზე, რაც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას ახალ იმპულსს მისცემს.
მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანასა და რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები.