Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში

აკრედიტებულია ტუნისის რესპუბლიკასა და ლიბიაში

მხატვრული ფილმის „მონანიება“ ჩვენება

2026 წლის 30 ივნისს, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერითა და ეგვიპტეში საქართველოს საელჩოსა და ფრანგული ინსტიტუტის თანაორგანიზებით, ეგვიპტის ფრანგულ ინსტიტუტში შედგა რეჟისორ თენგიზ აბულაძის მხატვრული ფილმის „მონანიება“  ჩვენება.

ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსის, ეგვიპტის კულტურული და საგანმანათლებლო წრეების და ადგილობრივი მედია საშუალებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფილმის ჩვენების შემდეგ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ ესაუბრათ საელჩოს თანამშრომლებთან ერთად აღნიშნული ფილმით მიღებული შთაბეჭდილებების შესახებ.