Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ბატონი ლევან დავითაშვილი, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, დაესწრო ეგვიპტეში გამართულ საქართველო-ეგვიპტის ბიზნეს-ფორუმს

2023 წლის 20 მარტს ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ბატონი ლევან დავითაშვილი, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, დაესწრო ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში პირველად, ეგვიპტეში გამართულ საქართველო-ეგვიპტის ბიზნეს-ფორუმს.

ფორუმის ფარგლებში ხელი მოეწერა თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს „სააგენტო აწარმოე საქართველოში“ და „ეგვიპტის ინვესტიციებისა და თავისუფალი ზონების გენერალურ ორგანოს“ შორის.

ამასთან, გაიმართა პრეზენტაცია საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ, რომლის დასრულების შემდეგ საქართველოს დელეგაციასა და ეგვიპტური კომპანიების წარმომადგენლებს შორის ორმხრივი შეხვედრები შედგა.

ფორუმზე მონაწილე ეგვიპტის ბიზნეს დელეგაციას წარმოადგენდნენ უმსხვილესი ეგვიპტური კომპანიები: ენერგეტიკის, ტურიზმის, ავიაციის, სოფლის მეურნეობის და სამედიცინო სექტორებიდან. მათ შორის "Suez Canal Authority", "ElSewedy Electric", "Air Cairo", "Vacsera", "AlMasriya", "Dana Group" და სხვა.

ეგვიპტე-საქართველოს ბიზნეს ფორუმი მიზნად ისახავდა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალისა და ეკონომიკური შესაძლებლობების შესახებ ეგვიპტის ბიზნესის სფეროს წარმომადგენელთა ინფორმირებას, საქართველოში ინვესტიციების მოზიდვასა და ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას.